კოსტავას ქუჩაზე სახანძრო ეკიპაჟებია მობილიზებული

კოსტავას ქუჩაზე, N18 საცხოვრებელ კორპუსთან სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული.

TV4-ის ინფორმაციით, ადგილობრივმა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინაში დაკვამლიანება შენიშნა და სახანძრო ეკიპაჟი გამოიძახა.

დაკვამლიანება, სავარაუდოდ, ელექტროსადენებმა გამოიწვია, რის გამოც “ენერგო პრო ჯორჯიას” შესაბამისმა სამსახურმა ელექტროენერგიის მიწოდება ზოგიერთ მისამართზე შეზღუდა. ადგილზე კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” და “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, სასწრაფო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.