მარნეულის ბაზარში მოვაჭრე დაჭრეს

მარნეულის ცენტრალურ ბაზარში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭმა ადგილობრივი მოვაჭრე ცივი იარაღით დაჭრა.

ახალგაზრდა ადგილიდან მიიმალა, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.