“პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსთავში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს  პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებმაც.

რუსთავის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებმა გვირგვინებით შეამკეს ჟიული შარტვას ძეგლი.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად, 300 ათასამდე მშვიდობიანმა მოქალაქემ დევნილის სტატუსით დატოვა აფხაზეთი. შეიარაღებულმა კონფლიქტმა სხვადასხვა ეროვნების 10 ათასამდე მებრძოლის და 4 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.