პერსონალის რამდენი პროცენტი აიცრა რუსთავის ბაღებში[ვიდეო]

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და ეპიდემიოლოგები სკოლებსა და ბაღებში დასაქმებულ პერსონალს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება ნებაყოფლობითია და მხოლოდ პერსონალის სურვილზეა დამოკიდებული.

როგორც ქრონიკას რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განუცხადეს, ქალაქის სააღმზრდელო დაწესებულებებში  800-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომელთა 25 პროცენტი სრულად ვაქცნირებულია.