ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სავაჭრო ობიექტებში, მათ შორის ბაზრებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება სავალდებულოა. მე-12 მიკრორაიონში არსებულ ბაზარში მომუშავე პერსონალი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყოველ ორ კვირაში ტესტს იტარებს.
ბაზართან ე.წ იზოლაციის ოთახია მოწყობილი, სადაც ეპიდემიოლოგების ჯგუფი, ყოველ ჯერზე, პერსონალის მინიმუმ 20%-ს ამოწმებს. შექმნილია ბაზაც, რომელიც ყოველ ორშაბათს ჯანდაცვის სამინსიტროს ეგზავნება და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს უფლება ადგილობრივ ბაზარს, ფუნქციონირება გააგრძელოს.









