კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით რუსთავში დაახლოებით, 25 000 ადამიანი აიცრა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, თუ ვაქცინაციის მიმდინარე ტემპი შენარჩუნდება ან კიდევ უფრო გაიზრდება, წლის ბოლოს 18 წელს ზევით მოსახლეობის 60-65% აცრილი იქნება.
მისივე თქმით, რუსთავის მოსახლეობა აქტიურად მიმართავს მოძრავ ამცრელ პუნქტებს, რომელიც რუსთავში, სამ ლოკაციაზე ვაქცინის ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად განთავსდა. პირველი ოთხი დღის მონაცემებით, რუსთავში, ავტობუსებში მოწყობილ მოძრავ ამცრელ პუნქტებში 615 ადამიანი აიცრა. მათი უმეტესობა “ფაიზერის” ვაქცინით აიცრა.
დავით ბეგაშვილმა მასშტაბური ვაქცინაციის ცენტრის გახსნის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამზადისი დასრულების ეტაპზეა.









