სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ

სტაციონარულ-სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 73 საარჩევნო უბანი შექმნა.

N20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გაგა აფციაურის ინფორმაციით კარანტინსა და იზოლაციაში მყოფი პირები უნდა იმყოფებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფმა ამომრჩევლებმა ცესკოს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ზეპირი განცხადებით უნდა მიმართონ ნომერზე – 2 51 00 51 შიდა ნომერი 0.