რუსთავის სამშობიარო სახლთან საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მედპერსონალს სოლიდარობა გამოუცხადეს.
პროფესიული კავშირის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობიარო სახლის გარდაცვლილ თანამშრომელს, ექიმ ვასილ მენთეშაშვილს. პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, ექიმი სახელფასო დავალიანების გადახდის მოლოდინში გარდაიცვალა.
აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი წარწერით “სოლიდარობა მედპერსონალს”. ადგილზე ორი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული.