ხანძარს შუახნის ქალი ემსხვერპლა

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი  დაიწვა. ხანძარს ოჯახის ერთ-ერთი წევრი, შუახნის ქალი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ცეცხლის გაჩენის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძება დაადგენს.