ჯანგულ (ვასო) ჩიხრაძის სახელობის ვარსკვლავი რუსთავის ცენტრალურ პარკში[ვიდეო]

რუსთავის ცენტრალურ პარკში საქართველოს დამსახურებული ძიუდოს  მწვრთნელის, ჯანგულ (ვასო) ჩიხრაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ჯანგულ ჩიხრაძე სამწვრთნელო-სააღმზრდელო პროცესში 1982 წლიდან არის ჩართული. მას აღზრდილი ყავს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები.გარდა სამწვრთნელო კარიერისა, ჯანგულ ჩიხრაძე გახლავთ აფხაზეთის ომის მონაწილე.