რუსთავის სამშობიარო სახლში შრომის ინსპექცია შევიდა და სახელფასო დავალიანებების პრობლემით დაინტერესდა.
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბარავკოვი TV4-თან საუბარში აცხადებს, რომ შრომის ინსპექციამ რუსთავის სამშობიარო სახლიდან ყველა საჭირო დოკუმენტი შესასწავლად წაიღო. მისივე ინფორმაციით, შრომის ინსპექცია სამედიცინო დაწესებულების შემოწმებას ორშაბათიდან გააგრძელებს.
ცნობისთვის, შრომის ინსპექცია დღეს რუსთავის სამშობიარო სახლში შევიდა, სადაც ანაზღაურებასთან მიმართებაში დარღვევები იყო გამოვლენილი.
ინფორმაციისთვის, რუსთავი სამშობიარო სახლში მედპერსონალი რამდენიმე თვეა ანაზღაურების გარეშე მუშაობს. 23 სექტემბერს საქართველოს პროფკავშირებმა სამედიცინო დაწესებულებასთან აქცია გამართეს და შრომის ინსპექციას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.









