თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მისაცემად ქვემო ქართლში 377 400 ამომრჩეველი აღირიცხა
2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს მასშტაბით მიმდინარე წლის 15 ივლისის მდგომარეობით 3 537 719-ს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა რაოდენობა მუნიციპალიტეტებისა და ოლქების მიხედვითაც განისაზღვრა.
ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მისაცემად რუსთავში 106 907, გარდაბანში 71 576, მარნეულში 99 746, ბოლნისში 55 923, დმანისში 22 940, წალკაში 20 348, ხოლო თეთრიწყაროში 20 201 ამომრჩეველი აღირიცხა.