არჩევნებში “ქართული ოცნებიდან” წასული ლევან ონიანიც მიიღებს მონაწილეობას

2 ოქტომბრის არჩევნებში  ოპოზიციაში გადასული, რუსთავის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ონიანიც მიიღებს მონაწილეობას. 

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი რუსთავში “სახალხო პარტიის” პირველი ნომერი იქნება.

როგორც ლევან ონიანმა TV4-ს განუცხადა, პარტიამ  საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები სამ  ოლქში წარადგინა, მათ შორის მესამე ოლქში ლია კოშაძე, მეხუთეში ლაშა ცარციძე, ხოლო მეექვსე სამაჟორიტარო ოლქში გაჟდარ ვალიევი იბრძოლებს.

ინფორმაციისთვის, რუსთავის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა “ქართული ოცნება” 12 აგვისტოს დატოვა და “სახალხო პარტიას” შეუერთდა. ონიანს თანამდებობა 19 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე დაატოვებინეს.