ბავშვთა საავადმყოფოში ხუთ კოვიდინფიცირებულ მოზარდს მკურნალობენ

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში მიმართვიანობა შემცირდა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში TV4-ს განუცხადეს, ამ დროისთვის კლინიკაში ხუთი კოვიდპაციენტი მკურნალობს, რომელთა ასაკი 8-14 წლამდეა.

პედიატრიული განყოფილების გამგის, მარინა აბულაშვილის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.

ბოლო 24 საათში კლინიკაში 64 პირს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი, აქედან 11-ის პასუხი დადებითია.

ინფორმაციისთვის, ტესტირება ბავშვთა საავადმყოფოში როგორც მოზარდებს, ისე ბავშვებს უტარდებათ.