ბათუმში მამაკაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრა

ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე  ადამიანი მოკლეს, დაჭრილია კიდევ ერთი პირი.  დაჭრილი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ,  ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო დაჭრილი პირი ქალია.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.