“გავიგუდეთ” რუსთაველებს განსხვავებული ფორმატის აქციას სთავაზობს. ფოტო-აქცია რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტებისთვის ჰაერის დაბინძურების გასაპროტესტებლად ახალი შესაძლებლობა იქნება.
“გავიგუდეს” ერთ-ერთი წევრის, თიკო მაღედანის განცხადებით, პანდემიის გამო ხალხმრავალ აქციებს ვერ მართავენ და ფოტო-აქცია იქნება ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ ადამიანს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება.
ღონისძიებას ერთჯერადი ხასიათი არ ექნება და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.