ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცავები სავარაუდო ბრალდებულის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.