გარდაბნის კულტურის სახლში ღვაწლმოსილი მასწავლებლების გაცილების ღონისძიება გაიმართა, რომლებმაც სკოლა 2019-2020 წლებში დატოვეს.
მასწავლებლები მადლობის სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურის სახლის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრა კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა.