გეგმავს თუ არა მთავრობა შეზღუდვების მოხსნას

მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქებას ქვეყანაში ეპიდვითარების დასტაბილურებამდე არ გეგმავს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის აკადემიურ გარემოში განახლება თანაბრად მნიშვნელოვანია, რისთვისაც საჭიროა სტუდენტებისა და პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია. მისივე ცნობით, სკოლებისა და უნივერსიტეტების გახსნა ჯერჯერობით არ განიხილება.

„იმ ვადაზე ადრე გახსნა, რაც იყო დაანონსებული, ჯერ არ განიხილება, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.სასიცოცხლო რისკების შემცირების შემდეგ, რისი მოლოდინიც გვაქვს მომდევნო დღეებში, მაშინვე აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოიხსნება ის შეზღუდვები, რომელიც უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სასიცოცხლო რისკებთან დაკავშირებით შემოიღო.

როგორც კი რისკები შემცირდება და ამის მოლოდინი გვაქვს მომდევნო დღეებში, მაშინვე აღდგება ტრანსპორტის ნორმალური ფუნქციონირება, მოიხსნება ის შეზღუდვები, რომელიც სასიცოცხლო რისკებთან დაკავშირებით იქნა შემოღებული. გვესმის, რომ სამსახურში წასვლისთვის სჭირდებათ სატრანსპორტო საშუალება, სკოლების გახსნა უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ გასული ერთი თვე ჩვენთვის იყო უდიდესი სასიცოცხლო რისკი ეპიდემიის მართვის კუთხით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მოქალაქეებისთვის გამოიყო სატრანსპორტო საშუალებები, სპეციალურად იმ მიზნებისთვის, რომ მივიდნენ ვაქცინაციის ცენტრებამდე.

„თბილისში, ქუთაისში, რუსთავში მოძრაობენ ავტობუსები სპეციალურად ვაქცინაციის მიზნებისთვის, სადაც მუშაობს დღის განმავლობაში თითო ბრიგადა, ვაქცინაციის რაოდენობა კი მერყეობს დაახლოებით 70-დან 100-მდე. ესეც გარკვეულწილად ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ თუ მოქალაქეს უჭირს გადაადგილება, იქვე ავტობუსში ჩაიტაროს ვაქცინაცია.“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.