“ითამაშე მაგიდის ჩოგბურთი შენი უბნის მაჟორიტარობის კანდიდატთან”, – ასე ჰქვია იმ ღონისძიებას, რომელიც დღეს პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებამ” მეგობრობის გამზირზე გამართა.
შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შეთანხმებული საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა გაბათაშვილი და “გირჩი – მეტი თავისუფლებას” რუსთავის პარტიული სიის პირველი ნომერი ირაკლი კუკანია ესწრებოდნენ.
მათი განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტია მაქსიმალურად ცდილობს თავი აარიდოს მოსახლეობასთან ტრადიციულ შეხვედრებს და მათთან საუბარი განსხვავებულ ფორმატში დაგეგმონ.