დავით შერაზადიშვილი საარჩევნო კამპანიას აგრძელებს[ვიდეო]

„ქართული ოცნების” ბოლნისის მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიას აგრძელებს. დავით შერაზადიშვილი დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის მოსახლეობას, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ, გია ბასილაშვილთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ინფორმაციისთვის, დაბა კაზრეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლიფტებს, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდა სოფელ ბალიჭისა და დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღები.

მერობის კანდიდატი მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლების მოგვარებას დაპირდა.