დღეიდან, 21 სექტემბრიდან, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი, რომელიც აქამდე მე-4 საჯარო სკოლის წინ იღებდა ვაქცინაციის მსურველებს,მე-20 მიკრორაიონში განთავსდება, 25-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხვალიდან კოვიდვაქცინით იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება: მე-12 მკ/რნ -ის N24 (23-ე საშუალო სკოლის წინ), მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, (სუპერმარკეტ ,,მადაგონის“ წინ) და 25-ე საჯარო სკოლის წინ მოწყობილ მოძრავ ამცრელ პუნქტებში. იმუნიზაცია 11:00 საათიდან დაიწყო.
ადგილზე მისულ რუსთაველებს, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ყველა იმ მომსახურებას გაუწევს, რასაც ამბულატორია სთავაზობთ.
ამ ეტაპზე, რუსთავში მოძრავ ვაქცინაციის ცენტრებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება “ფაიზერისა” და “სინოვაკის” წარმოების ვაქცინითაა შესაძლებელი.
რუსთავში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები 2 სექტემბერს ამოქმედდა და მათი მომსახურებით, 1961-მა მოქალაქემ უკვე ისარგებლა.