რუსთავში მოწყობილი მოძრავი ამცრელი პუნქტებიდან ერთ-ერთში “სინოფარმით” ვაქცინაციაც იქნება შესაძლებელი.
კერძოდ, დღეიდან მე-12 მკ/რნ -ის N24 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ (23-ე საშუალო სკოლის წინ) განთავსებულ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში, მსურველებს, “ფაიზერისა” და “სინოვაკის” გარდა, ,,სინოფარმის’’ წარმოების ვაქცინითაც აცრიან.
რუსთავში, სამედიცინო დაწესებულებების პარალელურად, კოვიდვაქცინით იმუნიზაცია შესაძლებელია
- მე-12 მკ/რნ -ის N24 (23-ე საშუალო სკოლის წინ)
- მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, (სუპერმარკეტ ,,მადაგონის“ წინ)
- 25-ე საჯარო სკოლის წინ მოწყობილ მოძრავ ამცრელ პუნქტებში.
ვაქცინაციის მსურველებს აცრის გაკეთება 11:00 საათიდან შეუძლიათ. ადგილზე მისულ რუსთაველებს, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ყველა იმ მომსახურებას გაუწევს, რასაც ამბულატორია სთავაზობთ. ამ ეტაპზე, რუსთავში მოძრავ ვაქცინაციის ცენტრებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება რუსთავში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები 2 სექტემბერს ამოქმედდა და მათი მომსახურებით, 1961-მა მოქალაქემ უკვე ისარგებლა.