ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და ვაქცინებისთვის სპეციალური გადამზიდავი ტრანსპორტი გადასცა.
ამავე მიზნით მაღალი ხარისხის 72 ლეპტოპი, 20 პლანშეტი, ვაქცინის გადასატანი 200 კონტეინერი, 800 ყინულის პაკეტი და 300 თერმომეტრი გადმოეცა ქვეყანას.
საერთო ჯამში, აღნიშნულმა დახმარებამ 300 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი უფრო ფართო პაკეტის ნაწილი, რომელიც შედგება 1,5 მილიარდი ლარისგან და მიზნად ისახავს, დაეხმაროს საქართველოს, გაუმკლავდეს COVID-19 პანდემიას, მათ შორის დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერას და ეკონომიკურ აღდგენას.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოების ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ღონისძიებას დაესწრნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.