“შრომის ანაზღაურების ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ინკლუზიური და უფრო მეტად აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა აისახოს შრომის ანაზღაურების ზრდაზეც. ეს ტენდენცია დაწყებულია და მივესალმებით.”- ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებთან დაკავშირებით, განაცხადა.
ინფორმაციისთვის, საქსტატის მონაცემების თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 15.5%-ით გაიზარდა და 1 328 ლარი შეადგინა.