რუსთავში მოძრავი ვაქცინაციის პუნქტებმა დაიწყო ფუნქციონირება. დღეიდან ავტობუსებში მოწყობილ ვაქცინაციის პუნქტებში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება რუსთაველებს სამ ლოკაციაზე შეეძლებათ:
- ჭყონდიდელის დასახლება რჩეულიშვილის N9-)სუპერმარკეტი “მადაგონის” წინ)
- მე-12 მკ/რნ , N24 (23-ე საშუალო სკოლის წინ)
- მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, (სუპერმარკეტი მადაგონის წინ)
ავტობუსები დაბრენდილი იქნება და მოქალაქე ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ყველა საჭირო სერვისს მიიღებს, რასაც კლინიკა და პოლიკლინიკა სთავაზობს ვაქცინაციის მსურველებს.
მოძრავ იმუნიზაციის ცენტრებში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ფაიზერისა” და “სინოვაკის” აცრის გაკეთება იქნება შესაძლებელი. პუნქტები ყოველდღე 10:00-დან – 20:00 სთ-მდე მოემსახურება მსურველებს.