“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე რუსთაველებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ახალგაზრდებს ძირითადად კითხვები პარტიის ხედვებზე ჰქონდათ.
“ჩვენ გვინდა რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს საბჭოთა საქართბელო და ჩვენ მართლა ავაშენოთ თავისუფალი ქვეყანა. საბოლოო ჯამში თავისუფალი ქვეყანა არის წინაპირობა იმისა, რომ ეს ქვეყანა სწრაფად განვითარდეს და წავიდეთ წინ. მათ შორის ჰქონდეს საკმარისი რესურსები, რომ დავძლიოთ სიღარიბე და ეკონომიკური პრობლემები. შევძლოთ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ა.შ. ამ ყველაფრის გამოსავალი არის ქვეყნის ფუნდამეტურ შეცვლაში ბევრი მიმართულებით” – აღნიშნა ზირაბ გირჩი ჯაფარიძემ.
შეხვედრა ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა.









