თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.