თბილისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა – არიან დაჭრილები

თბილისში, წერეთლის გამზირზე პოლიციაა მობილიზებული- გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ სადგურის მოედანზე დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის მოხდა. წინასწარი ცნობით, დაჭრილია სამი არასრულწლოვანი.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯეჯერობით უცნობია.