ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, კლინიკური სიკვდილი გუშინ ღამით დაფიქსირდა.
მოზარდი ციციშვილის კლინიკაში პირველი სექტემბრიდან მკურნალობდა, მისი მდგომარეობა შესვლისთანავე მძიმედ შეფასდა და პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტს დატვირთული ანამნეზი და თანმხლები პრობლემები ჰქონდა.
ციციშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 21 პაციენტი გადის მკურნალობას.