გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
“თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიმდებარედ მოქალაქემ 1 ერთეული ფოთლოვანი სახეობის ხე მოჭრა.
ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.