მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც ისარგებლებენ. სამი უმსხვილესი ინტერნეტპროვაიდერი – შპს „მაგთიკომი“, შპს „ვიონ საქართველო“ (ბილაინი) და სს „სილქნეტი“, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20GB-ან მაღალხარისხიან მობილურ ინტერნეტ პაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ.
პაკეტის მოქმედების ვადა 30 დღით განისაზღვრება, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა, საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე – www.mobile.emis.ge მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი.
ვებგვერდი 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.