“ინტერტრანსის” მიკროავტობუსი ბენზინგასამართ სადგურს შეეჯახა[ფოტო]

კომპანია “ინტერტრანსის” მიკროავტობუსი ბენზინგასამართ სადგურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

TV4-ის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან: ასაკოვანი ქალი, მცირეწლოვანი ბავშვი და ახალგაზრდა ქალი.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გზაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილის არასწორი მანევრირება გახდა, რის გამოც მიკროავტობუსი ბენზინგასამართ სადგურს შეეჯახა.

შემეთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ცნობისთვის, მიკროავტობუსი რუსთავი-რკინიგზის სადგურის მარშრუტით მოძრაობდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.