კახი კალაძე: სამგორი-ლილო-რუსთავის მიწისზედა მეტროზე აუცილებლად იქნება მსჯელობა

სამგორი-ლილო-რუსთავის დამაკავშირებელ მიწისზედა მეტროზე სამომავლოდ აუცილებლად იქნება მსჯელობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალაძის განცხადებით, სამგორი-ლილო-რუსთავის მიწისზედა მეტროზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები უკვე ჩატარებულია.

„კვლევები ჩატარებულია ორი მიმართულებით, სამგორი-ლილო და შემდეგ ლილო-რუსთავის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტრო. დეტალურ პროექტზე არ გადავსულვართ, რადგან პანდემიის პირობებში მოგვიწია ბევრ პროექტზე უარის თქმა და რაღაცების დროებით გაჩერება. სამომავლოდ აუცილებლად იქნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. კიდევ დამატებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებიდან რაღაცებს ველოდებით და უახლოეს მომავალში გვეცოდინება ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.