კოვიდსასტუმროს ეზოში კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.  ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

ადგილოვრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს კოვიდსასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა,  სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა გონების დაკარგვის ეპიზოდით. ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტს ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად გარდაცვალება დაფიქსირდა.