კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 192 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 56 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 716 შემთხვევა, აჭარა – 128, იმერეთი – 321, ქვემო ქართლი – 135, შიდა ქართლი – 104, გურია – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 192, კახეთი – 263, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 532 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,47%, ბოლო 14 დღის – 7,31%, ბოლო შვიდი დღის – 7,2%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 591 766 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 556 810 გამოჯანმრთელდა, 8 446 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 610 309 აცრა, დღიურად აცრილია 19 148.