კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა | 29 სექტემბრის ეპიდსიტუაცია

საქართველოში კორონავირუსის 1929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 1914 ადამიანი, – ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

28 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღის მანძილზე არის – 6.16% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.82%.