კორონავირუსით კიდევ 57 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა ვირუსის 2533 ახალი შემთხვევა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 1 762, ხოლო გარდაიცვალა 57 პაციენტი.

ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 168 ქვემო ქართლის რეგიონში დადასტურდა. 

NCDC-ის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,37%, ბოლო 14 დღის – 8,09%, ბოლო შვიდი დღის – 7,5%.