კორონავირუსის სტატისტიკა – 30 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 956 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 798 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 317, „პისიარ“-ტესტით – 10 481.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,44%, ბოლო 14 დღის – 6,49%, ბოლო 7 დღის – 6,04%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 606 492 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 576 498 გამოჯანმრთელდა, 8 817 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 1 742 547 ადამიანი, დღიურად აცრილია 12 402.

კარანტინის რეჟიმშია 45, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 602 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 840 პირი.

გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 189 პაციენტი, 38 კი გარდაიცვალა.