კორონავირუსი | 3 034 ახალი შემთხვევა, 86 გარდაცვლილი

საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 952 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 86 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 400 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,34 %, ბოლო 14 დღის – 9,72 %, ბოლო შვიდი დღის – 8,98 %.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 559 943 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 506 486 გამოჯანმრთელდა, 7 649 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია 1 259 391 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 518.