“გარკვეული ჯგუფები დადიან მოსახლეობაში და პირდებიან ავტოფარეხების დაკანონებას. მე მინდა განვმარტო მოსახლეობისთვის, რომ ამას აქვს თავისი კანონი, რომელიც არეგულირებს ავტოფარეხების დაკანონებას და არის სრულად მოსახლეობის მხრიდან დასაყენებელი საკითხი, რომელზეც შეიძლება მუნიციპალიტეტმა იმსჯელოს, – ამის შესახებ რუსთავში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლაცაბიძემ განცხადება რუსთავში წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით გააკეთა და ოპოზიციურ პარტიებს მიმართა, რუსთაველებს სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცენ.
“რუსთავში ოპოზიციურ პარტიებს მინდა მივმართო, მისცენ საშუალება მოსახლეობას ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გააკეთონ არჩევანი. მე მესმის, რომ მათ არ აქვთ არანაირი გეგმა და ხედვა ქალაქის განვითარების, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში და ისინი დაპირებებს იძლევიან ისეთ საკითხებზე, რომლებიც კანონიერ საფუძველსაც მოკლებულია. აი დღესაც, მაგალითად, გარკვეული ჯგუფები დადიან მოსახლეობაში და პირდებიან ავტოფარეხების დაკანონებას. მე მინდა განვმარტო მოსახლეობისთვის, რომ ამას აქვს თავისი კანონი, რომელიც არეგულირებს ავტოფარეხების დაკანონებას და არის სრულად მოსახლეობის მხრიდან დასაყენებელი საკითხი, რომელზეც შეიძლება მუნიციპალიტეტმა იმსჯელოს.
ამ ტიპის დაპირებები ისმოდა გასულ წელს საარჩვენო პერიოდში და ეს ადამიანები დღესაც პარლამენტარები არიან და მათ შეეძლოთ, არაფერი არ აფერხებდათ, რომ ეს დაპირება შეესრულებინათ, გარდა ერთისა, კანონის, რომელიც ამას ეწინააღმდეგება.
ჩვენ ვართ რუსთაველები, გვიყვარს ეს ქალაქი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არცერთი რუსთაველი არ შევიდეს შეცდომაში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი პროექტი გაკეთდეს და ამგვარ კანონსმოკლებულ დაპირებებს გავცეთ ძალიან ადეკვატური პასუხები. “- განაცხადა რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ.