“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრმა” სოციალურად დაუცველ ბავშვებს პლანშეტები გადასცა

“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის” ორგანიზებით, რუსთავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბავშვებს, რომლებიც სკოლაში წელს პირველად შედიან, პლანშეტები და ფულადი თანხა გადაეცა. კლინიკის დახმარება დღეს შვიდმა ბავშვმა მიიღო.

ღონისძიებას სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდა.