მარნეულიდან პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტს შორისაა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა. მათგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას ფულადი პრიზის სახით გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა.

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები კონკურსის
ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა დაასახელეს.  ფინალისტებს შორის არის პედაგოგი ქვემო ქართლის რეგიონიდან. ლამარა ბოლქვაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის და კასუმლოს საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.

  • ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მინიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • სოფიო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა ოპიზას მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი;
  • გიტა თვალაბეიშვილი – თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
  • ხათუნა რაზმაძე – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის
    მათემატიკის მასწავლებელი;
  • აზა ხანგოშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის
    ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი.

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციას, მასწავლებელთა
    პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.