მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსი დღეს გაიხსნა. შენობა „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ” ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.
კომპლექსი წარმოადგენს დახურულ მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეს სხვადასხვა სახეობებისთვის, როგორიცაა კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა. სპორტულ კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები მაყურებელთათვის, გასახდელები, საშხაპე და სანიტარული ფართები, ინვენტარის შესანახი საწყობი და ადმინისტრაციული სივრცე. შენობის ჯამური ფართი 1157 კვადრატული მეტრია და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს აღემატება. სპორტული კომპლექსის მიმდებარედ “სოკარმა” სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა საფეხბურთო სტადიონს
გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და კომპანია “სოკარის” წარმომადგენლები







