ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში, მდინარე მაშავერაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
ბოლნისის მოსახლეობას თანამედროვე სტადარტებთან შესაბამისი ხიდით სარგებლობა ნოემბრის ბოლოდან შეეძლება. ამ ეტაპზე, ობიექტზე ბურჯებზე ბეტონის კოჭების დაწყობის სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 900 000 ლარამდეა და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია სოფელ მუშევანთან მისასვლელ ხიდსაც ჩაუტარდა.