პარტია “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” რუსთავის რაიონულ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. “მესამე ძალის” რუსთავის რაიონული ოფისის ხელმძღვანელი, პაპუნა პაპავა და პარტიის სხვა წევრები, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ რუსთაველებს შეხვდნენ.
როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, მათ 30 ადამიანი შეისწავლეს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სჭირდებათ. “მესამე ძალის” ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსთავში საცხოვრებლის გარეშე სამასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.









