მე-19 მიკრორაიონში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში” TV4-ს განუცხადეს, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი, ცოტა ხნის წინ, აღნიშნულ მიკრორაიონში გაჩენილი ხანძარი გახდა.
ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მას შემდეგ რაც შესაბამისი სამსახურები შეზღუდვის მოხნის რეკომენდაციას გასცემენ, აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.