მე-19 მიკრორაიონში ხანძარი მაღაზიის სახურავზე გაჩნდა

მე-19 მიკრორაიონში ხანძარი იყო. ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე გაჩნდა და გავრცელდა. დამწვარია ორი სავაჭრო ობიექტების სახურავი, დაზიანდა ფართებში არსებული ნივთებიც.

ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.