შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შექმნილია სპეციალური “Covid Pass” აპლიკაცია, რომელიც QR კოდის მეშვეობით ადგენს მოქალაქის კოვიდსტატუსს.
მისი თქმით, ე.წ. მწვანე ზონების დანერგვის მიზნით, აპლიკაციაში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:
- PCR ტესტის უარყოფით პასუხს (ბოლო 72 საათის განმავლობაში)
- სწრაფი ტესტის უარყოფითი სტატუსი (24 საათის განმავლობაში)
- ვაქცინაციის სრული ორი დოზის ჩატარების შესახებ
- კოვიდის გადატანის თარიღი (ბოლო 6 თვის განმავლობაში)
როგორც ბექა ფერაძე განმარტავს, პირველ ეტაპზე ორგანიზაციებში აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა. ფერაძის ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენება მომდევნო კვირიდან იქნება შესაძლებელი.