რუსთავის ცენტრალურ პარკში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ოთარ ხმელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
2002 წელს, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ოთარ ხმელიძეს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიანიჭა, რამდენჯერმე იყო ქართული „ოლსტარის“ გუნდის მწვრთნელი, დასახელებულია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად და მიღებული აქვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სიგელი, ხუან ანტონიო სამარანჩის ხელმოწერით.
ოთარ ხმელიძე ასევე არის რუსთავის საპატიო მოქალაქეც, რომელიც დაჯილდოებულია ღირსების მედლით.